შალვა პაპუაშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გენერალურ დირექტორს, კარინ იემტინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა კარინ იემტინს მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეულ მრავალმხრივ პროგრესს გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, სააგენტოს 2021-2027 წლების პროგრამის ფარგლებში საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა.

კარინ იემტინმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოხატა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორის ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც საქართველოში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეხებოდა.

შალვა პაპუაშვილმა მზადყოფნა გამოხატა კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე მუშაობისთვის, რათა, მისივე თქმით, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით გაგრძელდეს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა