ეფრემ ვათოპედელი - ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ათონის მთა გულში დარჩა, ის აცნობიერებს, რომ არის მართლმადიდებლური ქვეყნის მმართველი

თქვენი პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც ათონის მთა გულში დარჩა და ეს ჩვენც გვაიძულებს მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანს, - ამის შესახებ ათონის მთის, ვათოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტ ეფრემ ვათოპედელმა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან ონლაინ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აცნობიერებს, რომ არის მართლმადიდებლური ქვეყნის მმართველი, დიდ პატივს სცემს თავის ქვეყნის ტრადიციებს.

"ამ დღეებში დიდი სიხარული მქონდა, ვესაუბრე თქვენს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ნამყოფია ათონზე. ჩვენთან იყო სტუმრად, საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ, თან ეს მაშინ იყო, როდესაც იგი არ იყო პრემიერი, ყოფილი პრემიერი იყო. ძალიან გამიხარდა, კარგად დავილაპარაკეთ, ისიც ვუთხარი, რომ თქვენი საპატრიარქოსგან ღია მოსაწვევი მაქვს, რომ მოვინახულო ისევ საქართველო. მასაც ძალიან გაუხარდა ეს და თუ ღმერთმა ქნა და ჩამოვედი თქვენთან, შევხვდებით ერთმანეთს ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც.

თქვენი პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც ათონის მთა გულში დარჩა და ეს ჩვენც გვაიძულებს მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი აცნობიერებს, რომ არის მართლმადიდებლური ქვეყნის მმართველი, დიდ პატივს სცემს თავის ქვეყნის ტრადიციებს და არა მარტო სულიერ ტრადიციებს მიაგებს პატივს, არამედ უნდა, რომ როგორც წმინდა სამების სახელით მონათლული ქრისტიანი, ამ ტრადიციას ცხოვრებისეულადაც განიცდიდეს. თუ მიგიწვდებათ ხმა ბატონ პრემიერთან, ჩვენი საუკეთესო სურვილები გადაეცით“, - აღნიშნა ვათოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტ ეფრემ ვათოპედელმა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან საუბარში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე