მამუკა მდინარაძე - რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, ნახევარი საათი ჟურნალისტს ვთხოვდი, მარტო არ ჩავეწერე, იყო დისკუსია  და საოცრებები ხდებოდა, შემდეგ, დაამონტაჟა და კვლავ  საზოგადოების მოტყუებას შეეცადა

“ტვ პირველთან”, ,,მთავართან’’ - ერთი თხოვნა მაქვს: რესპონდენტებს დაუტოვეთ უფლება, რომ რაღაცაზე გიპასუხოთ, ან არ გიპასუხოთ. როდესაც, მე ინფორმაცია არ მაქვს, არასდროს გცემთ პასუხს. მეორე, ცალკე არ ვეწერები, მაგალითად “ტვ პირველს“. რამდენიმე დღის წინ, ატეხეს ამბავი და ნახევარი საათიანი მასალიდან დადეს დამონტაჟებული ორი წუთი და აქედან, რაღაცა ბულინგიც კი გამოიყვანეს, - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტთან ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი მას კომენტარის გაკეთებას სთხოვდა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ნახევარი საათიანი მასალიდან მათ, მხოლოდ ორი წუთი დაამონტაჟეს და კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადნენ.

,,ძალიან გთხოვთ დავივიწყოთ ასეთი მიდგომა, დეპოლარიზაციის მოწოდებების ფონზე. რაღაცაზე პასუხი რომ არ გაგცეთ, ამის უფლება დამიტოვეთ. არ ვიცი ამბავი, თქვენ რაღაცა უნდა მითხრათ, ერთი წინადადება და ამით, მე საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდო. ან არის ასე, ან არა - არ ვიცი. კიდევ გეუბნებით, რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, დაახლოებით ნახევარი საათი, ჟურნალისტს ვთხოვდი მარტო არ ჩავეწერე. იყო დისკუსია და საოცრებები ხდებოდა. შემდეგ ორი წუთი დაამონტაჟა და კვლავ საზოგადოების მოტყუებას შეეცადა. ეს არის ჩემთვის კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც არ ვიცი, იმაზე არ უნდა ვილაპარაკო და ცალკე არ უნდა ჩავეწერო, მაგალითად თქვენს ტელევიზიებს’’, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს