კაფე "მზიურის" ინფორმაციით, ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები, მას შემდეგ, რაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა მათგან ლგბტქ ​დროშის ჩამოხსნა მოითხოვეს

კაფე "მზიურის" ინფორმაციით, კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები, მას შემდეგ, რაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ლგბტქ ​დროშის ჩამოხსნა მოითხოვეს.

"კაფეს ეზოში დავტოვეთ ასამდე პოლიციელი, რომლის იმედადაც რჩება დღეს მზიურის კაფე.

გახსნის დღიდან ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ თანასწორი, ინკლუზიური სივრცე და ვიყოთ ყველას კაფე. ცისარტყელის დროშის დაკიდებით ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ლგბტქ თემის მიმართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთმანეთის უფლებების პატივისცემა ყველას ვალდებულებაა.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის - დროშა არ მოგვიხსნია!", - ნათქვამია "მზიურის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მანამდე ტერიტორიაზე მივიდნენ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები, რომლებმაც კაფეში, ცისარტყელის ფერებში დროშის ჩამოხსნა მოითხოვეს. მათ თან ჰომოფობიური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს