გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა რევაზ გაბრიაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორს, მხატვარს, მწერალსა და მოქანდაკეს რევაზ გაბრიაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

მთაწმინდის პანთეონში, მის ხსოვნას პატივი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ და კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ მიაგეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რევაზ გაბრიაძის მრავალმხრივმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში, თეატრში, ლიტერატურაში, ფერწერაში და მსოფლიო კულტურის ნაწილად იქცა.

„ყველა ქართველისთვის უსაყვარლეს რევაზ გაბრიაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. მაყურებელი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გაიხსენებს "მარიონეტების თეატრის" სპექტაკლებს და მისი გენიალური სცენარების მიხედვით შექმნილ კინო შედევრებს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დიდი ქართველი შემოქმედის ხსოვნისა და დამსახურების პატივსაცემად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას რეზო გაბრიაძის სახელი მიენიჭება.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს