„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მთის ლუდმა“ წარმოება სამჯერ გაზარდა

„საქართველოს ბანკი“ ქართული წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს - ბანკთან პარტნიორობით, კასპში ლუდის საწარმომ წარმოება სამჯერ გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია კი 85 000 ლარს უტოლდება.

„მთის ლუდის“ ბრენდის ქვეშ, კომპანია ცოცხალ, გაუფილტრავ კრაფტ ლუდის წარმოებას ახორციელებს. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, კასპში, გორში, მუხრანში, ქარელში, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხორციელდება.

ფინანსური რესურსი თანამედროვე ხარისხის ინვენტარის შეძენას მოხმარდა. კომპანია თვის განმავლობაში 15-20 ტონა ლუდის წარმოებას უზრუნველყოფს.

„ბანკთან პარტნიორობით, წარმოების გაფართოება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა შევძელით. საწყის ეტაპზე, ყოველდღიური წარმოება 200 ლიტრს შეადგენდა. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 600 ლიტრს აჭარბებს. ჩვენი მიზანია, წარმოება მეტად გავზარდოთ და დღეში 2 ტონა მოცულობის ლუდი გამოვხადოთ. წარმოებას ვისკიც დავამატეთ. სამომავლოდ ვგეგმავთ, მომხმარებელს სხვა სახეობის ლუდიც შევთავაზოთ“, - აცხადებს საწარმოს ხელმძღვანელი, ზურაბ თეზიაშვილი.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა“ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ, მათთვის საჭირო სერვისებზე სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით ისარგებლონ, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა.

ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა