ბელგიის პრემიერი - ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინისთვის გზავნილი სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლური გზავნილები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია

გასულ კვირას, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის გაფართოებაზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გავუგზავნეთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს არის სიმბოლური გზავნილები, მაგრამ სიმბოლური გზავნილები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრუმ მადრიდში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის გაგზავნილი გზავნილი ნიშნავს, რომ ევროკავშირი ღიაა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც მის ღირებულებებს იზიარებენ.

„ეს გზავნილი აჩვენებს, რომ ღია ვართ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩვენი ღირებულებებით არიან შთაგონებულები, თავისუფალი, ღია საზოგადოების ღირებულებებით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ ცხოვრება. ვიცით, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და მოითხოვს ბევრი რეფორმის გატარებას,“- აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა