კელი დეგნანი - მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის - მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს

ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია ძალიან სწრაფად მიიღოს კანონმდებლობა, მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება. ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს სურვილი, შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ეს რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ევროკავშირის წევრობის სტატუსისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ამ პროცესში.

მომავალი 6 თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ პროცესის დასაწყებად და დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ასევე, მთავრობის ზოგიერთ წევრს სურს აღნიშნული რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყება, ყველას სურს დადებითი ანგარიშის ხილვა საქართველოს შესახებ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია