ირაკლი ქარსელაძე ევროპის სატრანსპორტო ფორუმში მონაწილეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის სატრანსპორტო ფორუმში (Connecting Europe Days 2022) მონაწილეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სატრანსპორტო (ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის -TEN-T) ფორუმი, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, 28-30 ივნისს, ევროკომისიის ორგანიზებით იმართება.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია პოლიტიკოსები, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინდუსტრიისა და ევროკომისიის წარმომადგენლები გააერთიანოს მსჯელობისთვის ერთი მთავარი თემის გარშემო - ტრანსპორტისა და მობილობის როლი ევროკავშირის მიერ „ევროპული მწვანე შეთანხმებითა“ და „ჭკვიანი მობილობის სტრატეგიით“ დასახული ამოცანების მისაღწევად.

„ევროპის სატრანსპორტო ფორუმის პირველი დღე დაეთმო დისკუსიას თემაზე - საავიაციო პოლიტიკა და ინდუსტრიის მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება. სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა-ლიონა ვალეანი და მსხვილი საავიაციო კომპანიების ხელმძღვანელები. დისკუსიას უძღვებოდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული სატრანსპორტო სისტემები გახდეს უფრო სანდო და ხელმისაწვდომი ახალი ტექნოლოგიებისა და გაზრდილი ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით. ასევე, ისაუბრეს საჰაერო ტრანსპორტის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების როლზე და საავიაციო კომპანიების მიერ ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკის შემუშავებისა და კონკრეტული ქმედებების განხორციელების აუცილებლობაზე.

ევროპის სატრანსპორტო ფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 29 ივნისს გაიმართება, სადაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ირაკლი ქარსელაძე, უკრაინისა და მოლდოვას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სადისკუსიო პანელშიც. დისკუსიის თემა სატრანსპორტო კავშირებზე უკრაინის ომის გავლენა და პანდემიის შემდგომი გაჯანსაღების პროცესი იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა