პროკურატურაში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს იმ რეფორმების და პროგრესის შესახებ, რომელიც ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების შემდეგ სამართალდამცავ უწყებებში განხორციელდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან, სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის, უწყებაში პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაინერგა. მსხვერპლზე მორგებული მიდგომების უზრუნველსაყოფად კი, გაძლიერდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი.

„შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ სტატისტიკური მონაცემები ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ასევე, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა პროკურორთა სპეციალიზაციას, რომელიც მკვეთრად ზრდის ოჯახურ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მიღწეული პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებსა და საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე აისახება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოხატეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან