საქართველოში აკრედიტებული ელჩები „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საპოლიციო ძალებს მადლობას უხდიან

საქართველოში აკრედიტებული ელჩები „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საპოლიციო ძალებს მადლობას უხდიან.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი „თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში გუშინ გამართულ პირველ ღონისძიებას - კინოჩვენებას ეხმაურება.

„კარგი კოლეგები, შესანიშნავი საღამო, ჩინებული ფილმი და ღონისძიება. მადლობა „თბილისი პრაიდს“ თავისუფლების ასეთი ზეიმისთვის, ბრძოლისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის. მადლობა საპოლიციო ძალებს შესანიშნავად გაწეული სამსახურისთვის და ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის," - წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.

შვედეთის ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნის ღონისძიებას „ტვიტერში“ ეხმაურება. ელჩი ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით სამართალდამცველების მხრიდან გატარებულ ზომებს დადებითად აფასებს.

„მოხარული ვარ, რომ დავესწარი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნას კოლეგებთან ერთად. ადამიანის უფლებები, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. ქართულმა პოლიციამ გასწია ძალიან კარგი სამსახური ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისე როგორც ეს უნდა იყოს", -წერს ელჩი.

ღონისძიებას „ტვიტერში“ ეხმაურება დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონიც. ელჩი წერს, რომ სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა კინოჩვენება უსაფრთხო გარემოში გამართულიყო.

„პატივისცემა მინდა გამოვხატო პოლიციის ოფიცრების მიმართ, რომლებმაც ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს კინოჩვენება გამართულიყო“, - წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი.

თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში, გუშინ პირველი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 250-მდე სტუმარი, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან