დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მიმართეს.

სემეკის თავმჯდომარემ, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სამართლიანი სატარიფო რეგულირების მნიშვნელობას. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები განიხილა. ყურადღება ინვესტიციების ხელშემწყობ მარეგულირებელ ნორმებზე გაამახვილა.

„მარეგულირებელი კომისიის მიერ არაერთი სამართლებრივი აქტი დამტკიცდა, რომლის მიზანიცაა განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და ინვესტორების ინტერესის ზრდას ხელი შეეწყოს. მათ შორის, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობისათვის „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი“ დამტკიცდა, რომელიც წარმოშობის სერტიფიკატებით ვაჭრობას ითვალისწინებს. აღნიშნული ინვესტორს განახლებადი ენერგიების ბაზარზე უფრო მეტად წაახალისებს. ამასთანავე, სემეკის მიერ დამტკიცებული „ქსელის წესები“ გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებას ითვალისწინებს, განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციაში არსებული სარგებელი რაოდენობრივად შეაფასოს.

სემეკის ხედვაა, რომ განახლებადი ენერგიების ათვისება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაც მოხდეს. ამ მიზნით, წლებია ნეტო აღრიცხვის პროექტი წარმატებით ხორციელდება. პროექტის ხელშეწყობისათვის, ბაზარზე არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100-დან 500 კვტ-მდე გაიზარდა, „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ მიმწოდებლის ვალდებულება დაფიქსირდა, რომ მომხმარებლისათვის გაგზავნილ ქვითარში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის, ან რაოდენობის შესახებ ინფორმაცია აისახოს. ამჟამად, სემეკში გამანაწილებელ ქსელთან განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მიერთების გამარტივებული და გამჭვირვალე პროცედურების ახალ წესზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის ცნობით, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს