რატი იონათამიშვილის განცხადებით, „არარელევანტურია ლოგიკა“ კითხვაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ ხუნდაძის, სუბარის და ყაველაშვილის პირით უარს ამბობს ევროპაზე

საერთო პოზიციები რომ გვქონოდა, სავარაუდოდ, არ იქნებოდა საჭირო მათ ის გადაწყვეტილება მიეღოთ, რაც მიიღეს, - ასე ეხმიანება დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და სოზარ სუბარის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

იონათამიშვილი აცხადებს, რომ წერილის შინაარსში შესვლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"ერთადერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც გვქონდა უთანხმოება ეს იყო, თუ რა დოზით უნდა გამოსულიყო სიმართლე კულისებიდან. მათ ჩათვალეს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატი იქნებოდა უკეთესი , რათა პირადი პოზიციები გაეჟღერებინათ. ვფიქრობთ, მათი კომენტარები შეიძლება ისეთივე საინტერესო იყოს ჩვენთვის, როგორც საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. ცხადია, შინაარსში ვერ შევალთ, რადგან ჩვენ რომ საერთო პოზიციები გვქონოდა ეს აზრთა სხვადასხვაობა დღის წესრიგში არ დადგებოდა და სავარაუდოდ, არ იქნებოდა საჭირო მათ ის გადაწყვეტილება მიეღოთ, რაც მიიღეს"- განაცხადა იონათამიშვილმა.

კითხვაზე, ეს განცხადება ნიშნავს, თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და სოზარ სუბარის პირით უარს ამბობს ევროპაზე, იონამიშვილი აცხადებს, რომ ასეთი ლოგიკა არარელევანტურია.

"არარელევანტურია მსგავსი ლოგიკის განვითარება და ეს რეალობას არ წამოადგენს. საზოგადოება და დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ ევროკომისიის 12 დათქმის გამოქვეყნების შემდეგ ერთადერთი პარტია, ვინც პასუხისმგებლიანად ეკიდება ამ დათქმების განხორციელებას, „ქართული ოცნებაა", - განაცხადა იონათამიშვილმა.

კითხვაზე, წერილის ავტორთა მსგავსად ფიქრობს, თუ არა რომ ევროპას სურს ქართველი ხალხი საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს, იონათამიშვილი აცხადებს, რომ რეგიონი და ქვეყანა მოჭარბებული საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც განპირობებულია რუსეთის აგრესიით მათ შორის უკრაინაში და ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

"ჩვენი ამოცანაა ქვეყანა უსაფრთხოდ გავატაროთ ამ გზაზე და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოება,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და სოზარ სუბარის განცხადებით, არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს და კიდევ ერთხელ უნდა მოაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელი, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან წავიდეს.

"საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა