ნატო-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია

ნატო-მ შვედეთი და ფინეთი სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია, - ამის შესახებ ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურების განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოწვევის შემდეგ, საჭიროა რატიფიკაციის პროცესი 30 პარლამენტში. „ამას ყოველთვის გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მე ასევე ველი, რომ ეს პროცესი სწრაფად წავა, რადგან მოკავშირეები მზად არიან სცადონ, რომ რატიფიკაციის პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა