გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს, 12:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, მუხრანი, ცხვარიჭამია, ქსოვრისი, ციხისძირი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში სონღულაშვილის, თოფჩიშვილის, აღმაშენებლის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: არღუნი, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ოქრუაანი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე