გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ კოლეჯს ესტუმრა

გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ესტუმრა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრმა გერმანული მხარის დელეგაციასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ვალერიან გობრონიძესთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, თამარ ქიტიაშვილთან ერთად, მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მოინახულა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და რეფორმის პროცესში გერმანული მხარის ჩართულობაზე ისაუბრეს. ქართული მხარის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოს უძველესი კოლეჯის ისტორია და აღნიშნული კოლეჯის მაგალითზე, რეფორმის შედეგად მიღწეული შედეგები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი დაფუძნებულია 1883 წელს დაარსებული სკოლის ბაზაზე, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი პროფესიული სასწავლებელი საქართველოში. სკოლა ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა სოფელ წინამძღვრიანთკარში, საკუთარ მამულში, თავისი სახსრებითა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებისა და ილია ჭავჭავაძის თანადგომით დააარსა. დღეისათვის კოლეჯში სწავლება 30-მდე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აგრარული, ტურიზმის, მომსახურების სფეროს, სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით, მათ შორის დუალური მიდგომით, მიმდინარეობს.

აღსანიშნავია რომ გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროს სწორედ დუალური პროფესიული განათლება წარმოადგენს. 2016 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ჩართულია პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების განვითარებაში მეღვინეობის, მშენებლობის, ტურიზმის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში. ამ პროგრამაში უკვე 13 პროფესიული კოლეჯი და 80-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან