თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი და საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია 30 ივნისს, სტამბოლში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე ბელგიაში, შვედეთსა და დანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების შესახებ ანგარიშებს განიხილავენ, ასევე, შეხვედრის მონაწილეები ანგარიშებს ალბანეთში, ნიდერლანდებში და სერბეთში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შესახებ მოისმენენ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე გარემოსდაცვის ჭრილში ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებას წარადგენენ, სადაც თანამომხსენებელია თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა