„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ მმართველმა გუნდმა ასოციაციის  ბორდს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ მმართველმა გუნდმა ასოციაციის გამგეობას, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება, მიმდინარე და შემდგომი პერიოდის საქმიანობა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის პროექტები, რასაც „ფერმერთა ასოციაცია“ დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, ფერმერთა გასაძლიერებლად ახორციელებს.

„ასოციაციის მმართველმა გუნდმა პრეზენტაციისას ორგანიზაციის საქმიანობის სტრუქტურაზე, ახალ სერვისებსა და ფერმერთა სათათბიროს სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა.

მენეჯმენტის მხრიდან ასოციაციის ბორდთან ასევე აგროტურისტული ონლაინ პლატფორმის agrogate.world პრეზენტაციაც გაკეთდა, რომელიც „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.

შეხვედრის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნა gfadigital.ge და მასში შემავალი ხუთი (Agronavti; Agroskills.ge; Agromap.ge; Agrojobs.ge და gfagrants.org.ge ) პლატფორმა, რომლებიც ასევე „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ მიერ შეიქმნა და სოფლის მეურნეობის, პროფესიული სწავლების, ტურიზმის, აგროგრანტების ხელმისაწვდომობისა და დასაქმების სფეროები გააციფროვნა.

შეხვედრის დასასრულს, შედგა დისკუსია ასოციაციის სამომავლო გეგმებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა