ირაკლი ქარსელაძემ ევროპის სატრანსპორტო ფორუმზე მაღალი დონის სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილეობა

ფორუმის მონაწილეებს გავუზიარეთ ინფორმაცია საქართველოს იმ მიღწევებისა და პროგრესის შესახებ, რომლის შედეგადაც ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ახალ რეალობას,-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის სატრანსპორტო დღეების (Connecting Europe Days 2022) ფარგლებში სადისკუსიო პანელში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა.

საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მონაწილეობს უმაღლესი დონის ევროპის სატრანსპორტო ფორუმში, სადაც მიმდინარე ვითარებასთან ერთად განიხილება უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი ახალი გამოწვევები.

ევროპის სატრანსპორტო (ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის - TEN-T) ფორუმი, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, 28-30 ივნისს, ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანია პოლიტიკოსებმა, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინდუსტრიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა იმსჯელონ ტრანსპორტისა და მობილობის საკითხებზე ევროკავშირის მიერ „ევროპული მწვანე შეთანხმებითა“ და „ჭკვიანი მობილობის სტრატეგიით“ დასახული ამოცანების მისაღწევად.

ევროპის სატრანსპორტო ფორუმი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრების სადისკუსიო პანელით გაიხსნა. დისკუსიის მთავარო თემა სატრანსპორტო კავშირებზე უკრაინის ომის გავლენა და პანდემიის შემდგომი გაჯანსაღების პროცესი იყო. დისკუსიას უძღვებოდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი, ჰენრიკ ჰოლოლეი.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირებზე ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის შედეგები, იმსჯელეს ამ შედეგების ეფექტიანი გადაწყვეტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზების შესაძლებლობებზე.

ირაკლი ქარსელაძემ დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო საგზაო ქსელის მდგომარეობა და მისი განვითარების გეგმები. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური მიღწევები და ეკონომიკური წინსვლა აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებით; წარმატებით გრძელდება ტრანს-ევროპული ქსელის შემადგენელი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომლის 51% უკვე აშენებულია, წლის ბოლოს დასრულებული იქნება 63%, ხოლო 2023 წელს საერთაშორისო საგზაო დერეფნის 76% იქნება აშენებული. მან აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში 70 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნა, რამაც გადაადგილების დრო 1 საათით უკვე შეამცირა.

„მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გეგმაზომიერი განვითარება, რამდენიმე წელიწადში, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფანს. შესაბამისად, უსაფრთხო და დაუბრკოლებელი გადაადგილება კიდევ უფრო უზრუნველყოფილი იქნება,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე, ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საქართველოს სახმელეთო და სარკინიგზო სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სახმელეთო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებს აქვთ როგორც არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების, ისე კიდევ უფრო გაზრდილი სატვირთო ნაკადების სათანადოდ გატარების რესურსი.

„ჩვენი საბაჟო გამშვები პუნქტები უკვე აწყობილია ერთი ფანჯრის პრინციპზე და მთელი საბაჟო პროცესი ციფრულად მუშავდება. ეს გვაძლევს საშუალებას საქართველოს მხარეს მომხმარებელმა სრული საბაჟო პროცესი 3-დან 5 წუთამდე გაიაროს,“- განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძე, ფორუმის ფარგლებში, ევროკომისიის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო