სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმაციით, რეგიონებში ჩასულებს, სადაც ევროინტეგრაციაზე საინფორმაციო შეხვედრა უნდა ეწარმოებინათ, „ქართული ოცნების“ პარტაქტივი დაახვედრეს

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქვეყნის ევროინტეგრაციის აუცილებლობის შესახებ საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმაციით, რეგიონებში ჩასულებს, „ქართული ოცნების“ პარტაქტივი დაახვედრეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, ხონსა და თელავში ჩავიდნენ, სადაც მოქალაქეებთან უნდა ესაუბრათ 3 ივლისს, დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე, რომელიც საქართველოს და დასავლური კურსისკენ სვლას ეხება, ასევე, უნდა ესაუბრათ ევროკომისიის მიერ გაცემულ იმ 12 პუნქტზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, მუნიციპალიტეტებში ჩასულებს, სადაც ევროინტეგრაციაზე საინფორმაციო შეხვედრა უნდა ეწარმოებინათ, დახვდნენ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტები, იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.

კონკრეტულად თელავში შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო თელავის ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილზე მისულ სამოქალაქო საზოგადოებას დახვდნენ პირები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისგან ითხოვდნენ დაეგმოთ ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო. საკრებულოს წევრებმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით სახალხო მოძრაობის წევრებმა მუზემიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერეს. სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია თბილისში 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში