ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.

როგორც გიორგი დოხტურიშვილი განმარტავს, საპროექტო ობიექტზე განთავსდება მედიათეკის ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, მათ შორის საკონფერენციო ოთახი, სამკითხველო, ღია ვერანდა.

,,მოხარული ვარ, რომ რუსთავში კიდევ ერთი უნიკალური სკვერი სულ მალე გაიხსნება. დავით კლდიაშვილის ქუჩაზე სკვერის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გავეცანი. საპროექტო ობიექტზე განთავსდება მედიათეკის, ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, მათ შორის საკონფერენციო ოთახი, სამკითხველო, ღია ვერანდა, ლიტერატურული კაფე და დამხმარე ოთახი, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის” - აღნიშნავს გიორგი დოხტურიშვილი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები დაწნეხილი ბეტონის ფილებით, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, სპორტული მოედანი სავარჯიშო ტრენაჟორებითა და მინი სტადიონით, ასევე ახალი დეკორატიული ფანჩატურები, სხვადასხვა ატრაქციონი, მწვანე საფარისა და ნარგავების სარწყავი სისტემები, შადრევანის და სასმელი წყლის ფანტანები და პარკინგი.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს, კერძოდ, მოეწყობა პარკინგი.პროექტის ღირებულება 4 256 559 ლარს შეადგენს. დასრულება კი 2023 თებერვლისთვის იგეგმება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს