ტაბიძის ხიდზე „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით აქცია-პერფორმანსი - „ევროპა არის ღირსეული ხელფასი“ გაიმართა

„ევროპა არის ღირსეული ხელფასი“ - ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია-პერფორმანსი თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ორგანიზებით. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროტესტის ნიშნად მონაწილეებმა გალაკტიონის ხიდზე სიმბოლურად გადმოფინეს ბანერი სახელწოდებით: „ევროპა არის ღირსეული ხელფასი“.

აქციის მონაწილეების განცადებით, 1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დადგენილია მინიმალური ხელფასის ოდენობა - 20 ლარი თვეში და მინიმალური ხელფასის ოდენობის ზღვარი არ შეცვლილა. აქცია-პერფორმანსს შეუერთდა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“.

პროგრესის ცენტრის წარმომადგენლის, ირაკლი ბუცინაშვილის თქმით, დასაქმებული ადამიანების მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება, ყველაზე მეტად კი ეს აისახება სახელფასო ნაწილზე.

„როდესაც ქვეყანაში სასაცილო და უხერხული ხელფასები აქვთ ადამიანებს, რომელ ევროპაზეა საუბარი? ჩვენ თუ გვაქვს ამბიცია ევროპულ ღირებულებებზე, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ადამიანების უფლებები და მათი შრომის ღირსეული ანაზღაურება. აუცილებლად უნდა დადგინდეს სახელფასო მინიმუმი, რადგან ჩვენ ვდგავართ ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე, საქართველოში მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი და ეს ფაქტი ევროპისგან ძალიან შორს არის“, - აღნიშნავს ირაკლი ბუცინაშვილი.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ევროპა არის დემოკრატიის და წესრიგის წყარო, მაგრამ საზოგადოებამ ასევე ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ევროპა ნიშნავს სიმდიდრეს.

„ევროპასთან სიახლოვით ჩვენ მოგვაქვს მატერიალური კეთილდღეობის შესაძლებლობა, რომელიც გამოიხატება სწორ საბაზრო ეკონომიკაში, სწორ კონკურენციაში და რაც მთავარია სწორ ანაზღურებაში. ევროპის 27 ქვეყანაში კანონით დადგენილია საათობრივი მინიმალური ხელფასი, რომლის ქვევითაც დაქირავებულ მუშა ხელს დამქირავებელი ვერ გადაუხდის. ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მინიმალური ხელფასი კანონით არ არის დადგენილი, არსებობს კოლექტიური შეთანხმება პროფკავშირებს და ბიზნეს შორის. ევროპა ჩვენთვის უნდა ნიშნავდეს ადამიანის უფლებებს არა მარტო იმ გაგებით, რომ მეტი თავისუფლება და წესრიგი გვქონდეს, არამედ იმით, რომ ევროპა არის სამართლიანი შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი. ჩვენს ქვეყანაში კი, მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია. ამის შესახებ ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა და მოვითხოვოთ, რომ დადგინდეს ის ხელფასი, რომლის ქვემოთაც დამსაქმებელი ვერ გადაგვიხდის”,- განაცხადა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო