მარიამ ქვრივიშვილი - Wizz Air-ი ქუთაისში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით დაიწყებს

1-ელი აგვისტოდან ევროპის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილისა და ავიაკომპანია Wizz AIR-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ჟაჟა ტრუბელის შეხვედრაზე იქნა მიღებული.

ავიაკომპანიის Wizz Air-ის წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს თბილისსა და ქუთაისში მართავს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.

თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისი ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - უნგრული ავიაკომპანია მეორე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს საქართველოში და პირველი აგვისტოდან შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ევროპული მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტენდენციას, რომ საქართველოში როგორც ტურიზმი, ასევე სამოქალაქო ავიაცია სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრულ ავიაკომპანიასთან, რომ ერთობლივად მოხდეს სწორი მიმართულებების ინდენტიფიცირება, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მეტი ევროპელი ტურისტი შეძლებს. ამასთან, Wizz Air-ი გეგმავს, გაზარდოს ფრენების სიხშირე სხვა მიმართულებებზე, რომელთაც დღეს რეისებს ქუთაისიდან ასრულებს“ , - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებს, რომელიც ევროპაში და საქართველოშიც, ტურიზმის სწრაფ აღდგენას თან ახლავს.

ჟაჟა ტრუბეკი თბილისის შემდეგ ქუთაისში ჩავა, სადაც დავით აღმაშენებლის განახლებულ აეროპორტს დაათვალიერებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ისაუბრებს ახალი მიმართულებებისა და ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი სხვა სიახლეების შესახებ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა