თამარ არჩუაძე - 1-ლი აგვისტოდან Wizz Air-ი მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს

1-ლი აგვისტოდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

მათივე ცნობით, ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე.

,,გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან, რომელმაც დაადასტურა, რომ 1-ლი აგვისტოდან ავიაკომპანია ქუთაისის ბაზაზე მეორე ხომალდს აბრუნებს და პარიზისა და ტალინის მიმართულებით აახლებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს. ასევე, ორი ბაზირებული საჰაერო ხომალდით ავიაკომპანიას უკვე საშუალება აქვს არსებულ ევროპულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის. ეს ნიშნავს, კიდევ უფრო გაზრდილ მგზავრთნაკადს და რაც მთავარია, მეორე ბაზირებულ ხომალდზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას. რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იმერეთის რეგიონისთვის”, - განმარტავს თამარ არჩუაძე.

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჟაჟა ტრუბეკი, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან. ხვალ, Wizz Air-ის წარმომადგენელი შეხვედრებს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისში მართავს. დაათვალიერებს ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს და შეხვდება ადგილობრივ მედიას. სადაც ახალი მიმართულებებისა და ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი სხვა სიახლეების შესახებ ისაუბრებს. ასევე, ავიაკომპანიის ოპერირების კუთხით იმ გამოწვევებზე, რომელიც გაზრდილ მგზავრთნაკადს მთელ მსოფლიოში თან ახლავს.

2022 წლის 5 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 232,450 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა