მიხეილ ხიდურელი - რეგიონებში ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების განვითარების პროექტს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესების სხვადასხვა მიმართულებით დატრენინგებას გულისხმობს

UNDP-ის და USAID-ის მხარდაჭერით ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების კონცეფციის განვითარებას, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესების პროექტების მხარდაჭერას და სხვადასხვა მიმართულებით დატრენინგებას გულისხმობს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე სამი რეგიონი შეირჩევა, სადაც საპილოტე ფიზიკური სივრცეები მოეწყობა.

„სხვადასხვა სფეროს, მათ შორის მარკეტინგის, ფინანსების, ზოგადი მენეჯმენტის ექსპერტები ამ რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესებს, როგორც ჩვენს ბენეფიციარებს, ასევე სხვა ბიზნესებს დაეხმარებიან და დაატრენინგებენ ბაზისური უნარებიდან დაწყებული, კომპლექსური თემებით დამთავრებული. ამ თემებში იგულისხმება ბიზნეს გეგმის შედგენა, ფინანსური ანალიზი და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს გავფართოვდეთ რეგიონებში არა მარტო პროგრამებით, არამედ პროექტების მხარდაჭერის კუთხით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.

რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ნაწილის ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15.3 ლარი, კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში - 4.5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 ლარი. დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შეიქმნა 58 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო