ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა

სტამბოლში, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაცია მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ათეა-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციის წევრი ოთარ გრიგოლია.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად საკითხად ანგარიში - „გარემოს დაცვის ფუნდამენტური უფლებები: ყურადსაღები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის“ განიხილებოდა, ლევან ჟორჟოლიანი იტალიელ კოლეგასთან ბელინდა გოტარდისთან ერთად, თანამომხსენებლად წარსდგა.

ანგარიშში განხილულია საერთაშორისო დონეზე გარემოს დაცვის პრობლემები და ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებით წარმოქმნილ გამოწვევებს შეეხება. აქვე, გარემოზე უფლება განხილულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გარემოზე უფლება არ არის დეკლარირებული, როგორც ფუნდამენტური უფლება ბევრ დეკლარაციასა თუ აქტში, არც ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში. თუმცა არის გამონაკლისები, მაგალითად საქართველო, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით ანგარიშში მოხვდა, როგორც საუკეთესო მაგალითი. ანგარიშში მოტანილია რეკომენდაციები, რომ გარემოზე უფლება განიხილებოდეს, როგორც ფუნდამენტური უფლება და წევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი გააკეთონ. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები, ასევე, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები ჩართონ.

ქართული დელეგაციის წევრმა, დამსწრე საზოგადოებას, ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ კლიმატური ცვლილებები ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ როგორც ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლები, მზად ვართ, გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ ჩვენი როლი უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაში კანონმდებლობით აღიარებული უნდა იყოს.

კლიმატური ცვლილება ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა. მუნიციპალიტეტები და რეგიონები ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პარტნიორები არიან გარემოს დაცვის გლობალური ვალდებულებების შესრულებაში. ადგილობრივი და რეგონული ხელისუფლების დონეზე, ჩვენ გარემოსთან დაკავშირებული ისეთი სერვისების მიმწოდებლები ვართ, როგორიც არის ჰაერის დაბინძურების რეგულირება და ჭარბი ხმაურის შეჩერება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება და სივრცითი დაგეგმარება,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საკრებულოს ინფორმაციით, ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების კუთხით, კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრას და ასევე, ამ მიმართულებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დოკუმენტის მომზადებას გულისხმობდა, საქართველოს ეკუთვნის. გარდა ამისა, ქართული მხარის ინიციატივით კონგრესის წევრ მუნიციპალიტეტებს რეკომენდაცია მიეცათ, ე.წ. „მწვანე მშენებლობა“ წაახალისონ, რაც ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალით მშენებლობის წარმოებას გულისხმობს.

ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, გუდრუნ მოსლერ ტოენსტროემ, სტამბოლისა და ბუიუქჩეკმეჯის მერებთან ერთად გახსნა, შეხვედრის მონაწილეებმა სხვა თემებთან ერთად, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის საკითხები და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს.

კომიტეტის წევრებმა ასევე, უკრაინის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი