გიგა ბოკერია - ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმმაც დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმმაც დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით, ის მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავენ, რომ მათ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს უშლიან.

გიგა ბოკერიას თქმით, "ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ რეჟიმმა დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა, კერძოდ, მშვიდობიანად ოღონდ, ძალაუფლების ჩამორთმევითა და შესაძლოა ამ ქვეყნიდან გაძევებით".

„ნებისმიერი ოპონენტის დემონიზების კამპანია, ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის სტუდენტებზე, რომლებიც მშვიდობიან კამპანიას ეწევიან, ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის ის, რასაც აკეთებდა ასლან აბაშიძისა და იანუკოვიჩის რეჟიმები“,-აღნიშნავს ბოკერია.

ცნობისთვის, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებით, მათ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს უშლიან. ორგანიზაცია მმართველ პარტიას კონტრპროდუქტიული პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან მათი თქმით, ეს ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა