გია ვოლსკი - პოლიტიკური „ტრიუკები“ ჩვენ არ გვჩვევია - არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას" დაეჯერება, როცა პოლიტიკაში „ტრიუკებსა“ და უზნეობაზე ლაპარაკობენ

პოლიტიკური „ტრიუკები“ ჩვენ არ გვჩვევია - პოლიტიკურ „ტრიუკებზე“ ისინი ლაპარაკობენ, ვისაც ეს სჩვევია და ვისთვისაც წარმოუდგენელია, რომ კონსპირაციების გარეშე არაფერი ხდება, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ მმართველი გუნდის შემადგენლობიდან სამი დეპუტატის გასვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ვოლსკის თქმით, მათთვის, ვინც პოლიტიკურ „ტრიუკზე“ საუბრობს, ზნეობრივი პოლიტიკა წარმოუდგენელია.

„სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა. მათ თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. არ მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკური სამზარეულოს თემები გარეთ უნდა გამოვიტანოთ. რაც საჭიროა და რაც მნიშვნელოვანია, საჯაროდ საუბრისგან თავი არ შეგვიკავებია. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას" დაეჯერება, როცა პოლიტიკაში „ტრიუკებსა“ და უზნეობაზე ლაპარაკობენ. ამის იქეთ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა