ნინო თანდილაშვილი გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელ იურგენ კეინჰორსტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელ იურგენ კეინჰორსტს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ტყის სექტორის, კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.

„შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების მნიშვნელობის საკითხი და, ერთი მხრივ, არსებული ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულებით, ხოლო, მეორე მხრივ, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დროული მინიჭების იმედი გამოთქვა.

იურგერ კეინჰორსტის განცხადებით, როგორც გარემოსდაცვითი ისე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, თვალსაჩინოა საქართველოს პროგრესი, რაც გერმანიის მთავრობისთვის დამატებითი მოტივაციაა მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე