ლევან ჟორჟოლიანი სტამბოლში უკრაინის საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოვიდა

სტამბოლში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე უკრაინის საკითხზე დებატები გაიმართა.

დებატებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი სიტყვით გამოვიდა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დებატები უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.

„რუსეთი კვლავ აგრძელებს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ, სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო ყველა შესაძლებელი ფორმით გმობს ზემოაღნიშნულს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. რუსეთის სცენარი და მოქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ ერთნაირია. ასეთი აგრესია საქართველომ გასული საუკუნის 92-93 წლებში და 2008 წელს გამოსცადა.

საქართველოში 25 ათასზე მეტი უკრაინელია. მე მათ ლტოლვილებს არ ვუწოდებ, ვინაიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ თავის ისე იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ასე იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარონ საქართველოს ამ მისიის შესრულებაში,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

უკრაინის საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე გერმანიის, საფრანგეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა