2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

2 ივლისს, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, GITA - ს მხარდაჭერით, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის: ProductTank meetup & discussion ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ. Founder Institute panel event სადაც წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ. Fuckup Nights Tbilisi vol. 27 - ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები თავიანთი წარუმატებლობის ამბებს მოჰყვებიან, რათა დამსწრეები შთააგონონ და ასევე, დაეხმარონ, რომ იგივე შეცდომები არ გაიმეორონ.

ღონისძიება გაძლევთ ასევე ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრისა და საღამოს სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას. ორგანიზატორები გეგმავენ, რომ თბილისის სტარტაპის დღე ყოველწლიურად აღინიშნოს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა