„ნამდვილი ლომები“ მძღოლებისთვის - MAN-ის წარმატება Red Dot Design Award-ის კონკურსში

Red Dot Design Award 2022-ის ჯილდო MAN-ის Lion S-ის სატვირთო მანქანებისა და ვენების სპეციალური აღჭურვილობის ხაზს მიენიჭა.

Red Dot Award კონკურსის ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება Lion S-ის ინტერიერსა და ექსტერიერში ექსკლუზიური სტილის ელემენტებზე გაამახვილა.

Red Dot Design Award-ის 2022 წლის კონკურსი ესენში გაიმართა. 48 წევრისგან შემდგარ საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება MAN Truck & Bus-ის Lion S ხაზის საუკეთესო მოდელებმა - TGX-მა და TGE-მ მოახდინა. „კომერციული სატვირთო მანქანების“ კატეგორიაში პროდუქცია დაახლოებით 60 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი.

როგორც MAN TRUCK & BUS-ის გაყიდვების მიმართულების აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფრიდრიხ ბაუმანი აღნიშნავს, კომერციულ ავტომანქანებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტურობა, არამედ ემოციაც.

„Lion S-ის აღიარება Red Dot Design Award-ის კონკურსზე განსაკუთრებული წარმატებაა ჩვენი MAN Individual-ის ხაზისთვის და Lion S-ის მზარდი ოჯახისთვის. კომერციულ ავტომანქანებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტურობა, არამედ ემოციაც. ჩვენ გვინდა, რომ მძღოლები, რომლებსაც ყოველდღე უწევთ მგზავრობა, ამაყობდნენ და საკუთარ თავს ჩვენს სატვირთო მანქანებთან აიგივებდნენ. სწორედ ამ მიზნით ვთავაზობთ მომხმარებლებს Lion S-ის მოდელებს ორიგინალური დიზაინით“, - აღნიშნავს ფრიდრიხ ბაუმანი.

როგორც Red Dot-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დოქტორ პიტერ ზეკმა განმარტა, პროდუქტების ხარისხი ინოვაციურია, რამაც მათ დამსახურებული გამარჯვება მოუტანა Red Dot Award-ის პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში.

„ამ საკონკურსო წელს განსაკუთრებით გამაოცა მკაფიოდ გამოხატულმა კრეატიულობამ. ის ფაქტი, რომ კიდევ არსებობს დიზაინი, რომელიც გაოცებს საკუთარი ორიგინალური ფორმითა და ფუნქციონალურობით, ნამდვილად შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ამ პროდუქტების ხარისხი ინოვაციურია, რამაც მათ დამსახურებული გამარჯვება მოუტანა Red Dot Award-ის პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში“, - განაცხადა პროფესორმა დოქტორ პიტერ ზეკმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „კომერციული სატვირთო მანქანების“ კატეგორიაში MAN-ის Lion S მოდელების მონაწილეობაზე. ლოგისტიკური დანიშნულების სატვირთო TGX და TGE ვენი Lion S სერიაში ექსკლუზიურობით, დიზაინის მაღალი ხარისხითა და დახვეწილი სტილის ელემენტებით გამოირჩევა.

MAN Truck & Bus დიზაინის განყოფილების წარმომადგენელის, კაროლინ შუტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მძღოლები კომფორტულად გრძნობდნენ თავს სამუშაო ადგილზე.

„New Truck Generation-ის დიზაინის შემუშავებისას მუდმივად ვითვალისწინებთ მძღოლებისა და ბიზნესის მფლობელების გამოცდილებას. მნიშვნელოვანია, რომ მძღოლები კომფორტულად გრძნობდნენ თავს სამუშაო ადგილზე და ამაყობდნენ თავიანთი საქმით. სწორედ ამ მიდგომის რეალიზაციას ვახდენთ Lion S-ის მოდელებში“, - აღნიშნავს კაროლინ შუტი.

ავტომობილების ექსტერიერი გამორჩეულია ბამპერებისა და სარკეების განსხვავებული სტილით, ასევე წითელი ფერის აქცენტებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის შავი ფერის რადიატორის ზონას. განსხვავებული დიზაინის კვალი ნათლად ჩანს სალონის ინტერიერშიც.

სწორედ ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალურმა და პრაქტიკულმა დიზაინმა მოახდინა შთაბეჭდილება Red Dot Design Awards-ის დამოუკიდებელ ჟიურიზე. დიზაინის დარგის 48 ექსპერტმა 23 ქვეყნიდან აღნიშნა, რომ „კომერციული მანქანების“ კატეგორიაში MAN-ის ფერისა და მასალის დიზაინის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი Lion S-ის მოდელები გამოირჩეოდნენ.

Red Dot Award მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კონკურსია დიზაინის დარგში. ჯილდოს სახელი და ბრენდი 1990-იან წლებში Red Dot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა დოქტორ პიტერ ზეკმა შეიმუშავა. საუკეთესო დიზაინების შესაფასებლად კი ჟიური პირველად 1955 წელს შეიკრიბა.

გერმანული „MAN Truck and Bus SE“ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანიაში გერმანული ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა