საპატრიარქო - რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში, გარკვეული დაძაბულობა შექმნა - შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუშვებელია

საქართველოს საპარიარქო აცხადებს, რომ რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში, გარკვეული დაძაბულობა შექმნა.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი და ეკლესიის მიერ დადგენილი ეთიკური და კანონიკური ნორმების დაცვა სავალდებულოა მოძღვართათვის და მრევლისთვის.

„ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს ტელეარხზე გასულმა ერთ-ერთმა გადაცემამ, - შექმნა გარკვეული დაძაბულობა.

მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორთა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მგალობელთა, ასევე, სასულიერო პირთა მისამართით.

ეკლესიის მიერ დადგენილი ეთიკური და კანონიკური ნორმების დაცვა სავალდებულოა მოძღვართათვის და მრევლისთვის.

უთანხმოების არსებობის შემთხვევაშიც კი პოლემიკა საჭიროა წარიმართოს საეკლესიო წესებისა და პროცედურების დაცვით, ხოლო საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუშვებელია, განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი ქმედება სასულიერო პირთა მხრიდან.

ნუ დაარღვევთ მაცხოვრის მცნებას, რომელიც ჯერ ურთიერთ შორის საუბარს ითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ უმაღლეს საეკლსიო ინსტანციაში გადატანას (მათ.18.15).

მოვუწოდებთ ჩვენი დედა ეკლესიის სულიერ შვილებს, როგორც სამღვდელოებას, ისე მრევლს, დაიცვან სწავლება ქრისტიანული ურთიერთობის შესახებ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო