თსუ - უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას - მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თსუ ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას და არ დაუშვებს საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას.

უნივერსიტეტი მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ-ს ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჯგუფებს შორის მომხდარ ინციდენტს, რომლის განმუხტვაც თსუ-ს დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს.

თსუ-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები შეუზღუდავად სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით. საუკუნეზე მეტია უნივერსიტეტი ემსახურება საზოგადოების განათლებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამყარებასა და განმტკიცებას.

შესაბამისად, უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას. ადმინისტრაცია არ დაუშვებს საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან”,- აღნიშნულია თსუ-ს განცხადებაში.

სტუდენტების განცხადებით, რომლებიც 3 ივლისს დაგეგმილი აქციის -"შინ ევროპისთვის" ფლაერებს თსუ-ს მაღლივ კორპუსში არიგებდნენ, "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტუდენტების განცხადებით, მათ აქციასა და ქვეყნის პროდასავლურობაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ და შეხვედრის ფარგლებში სპეციალურ ბროშურებს არიგებდნენ.

მათივე განმარტებით, ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირება სტუდენტებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა