უკრაინა კასპიის რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებს, აიძულონ რუსეთი, შეწყვიტოს კასპიის რეგიონის გამოყენება უკრაინის ქალაქების მიმართულებით სარაკეტო დარტყმებისთვის

უკრაინა კასპიის რეგიონის სახელმწიფოებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ძალისხმევა, რათა აიძულონ რუსეთის ფედერაცია დაიცვას საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, კერძოდ, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენცია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს:

კასპიის ზღვის გამოყენებას მშვიდობიანი მიზნებისთვის, მის გადაქცევას მშვიდობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ზონად და კასპიის ზღვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები კასპიის რეგიონიდან უკრაინის ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უხეშად არღვევს კონვენციის დებულებებს.

„მოვუწოდებთ კონვენციაში მონაწილე ქვეყნებს, დაარწმუნონ რუსეთი, შეწყვიტოს კასპიის ზღვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გასაგრძელებლად და ასევე შეუძლებელი გახადონ რეგიონის შემდგომი მილიტარიზაცია და მისი ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს