გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარმა იანა ტუმმა გამოთქვა სურვილი საქართველოს მეგობრობის ჯგუფს შეუერთდეს და ევროპარლამენტში ამ ჯგუფის გაფართოება მოხდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ ბრიუსელში მორიგი შეხვედრა ევროპარლამენტარ იანა ტუმთან გამართა. შეხვედრის მთავარი საკითხი ევროინტეგრაციის გზა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, იანა ტუმმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს საქართველოს მეგობრობის ჯგუფში და ევროპარლამენტში მოხდეს ამ ჯგუფის უფრო მეტად გაფართოება

„ბრიუსელში მორიგი შეხვედრა ევროპარლამენტარ იანა ტუმთან გავმართე. საუბარი რა თქმა უნდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზას შეეხებოდა. შეხვედრაზე ევროპარლამენტარის მხრიდან ხაზი გაესვა იმ 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში მიიღო. ასევე გამოთქვა სურვილი, რომ სხვა დეპუტატებთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მეგობრების ჯგუფის საქმიანობაში და ასევე გაფართოვდეს ჩვენი ქვეყნის მეგობრების ჯგუფის წრე ევროპარლამენტში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა