„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი ესტუმრა

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე, პარლამენტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონულ ჰაბად ქცევისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის გზებზე. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპებს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და KfW-ს მეშვეობით ხორციელდება. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, ამჯერადაც გამოითქვა მზადყოფნა საქართველოს ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებში თანამონაწილეობისა და სამომავლო მხარდაჭერის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა