ზურაბ აზარაშვილმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების მდგრადი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება, რისთვისაც დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხდა. სოციალური დაცვის სისტემების რეფორმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი სოციალური პოლიტიკის განვითარება და სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესებაა.

„რეფორმის მიმდინარე საკითხები და სამომავლო სტრატეგია კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გააცნო. კონფერენციაზე სოციალური დაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომლის იმპლემენტაციაშიც საქართველოს ევროპელი პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან. პროექტი „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ „Expertise France“-ის (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა