სამგორში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სამგორის რაიონის ორგანიზებითა და „ჰუალინგ ჯგუფის“ მხარდაჭერით, ჰუალინგის პარკში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა.

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიების იდეა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს ეკუთვნოდათ და ღონისძიებაც მათივე ჩართულობით გაიმართა.

საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მოძრაობის თეატრი, კონტაქტური ზოოპარკი, ფრანების, მასკოტების, ანიმატორების, საპნის ბუშტების შოუ. სპორტული ატივობების ფარგლებში, ჩატარდა კინგბოქსინგისა და ჭიდაობის მასტერკლასი; მოეწყობა ფრენბურთის სივრცე, მაგნიტური დართსი, ბურთის სროლა მიზანში და სხვ.

სტარტაპერების სივრცეში გაიმართა ყვავილებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხატვის მასტერკლასიც.

მრავალფეროვანი გემოების მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული STREET FOOD.

ფესტივალი დაიხურა მუსიკალური პროგრამით, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფი „ურსა“ და „გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს