ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ნუნუ მიცკევიჩმა საორგანიზაციო ჯგუფთან საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა და მათთან გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საორგანიზაციო ჯგუფს ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზებაში, მიიღებს ინფორმაციას გამოცდების მიმდინარეობის პროცესში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ.

„შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესში გაწეული შრომისათვის და აღნიშნა, რომ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რათა ეროვნულ გამოცდებზე თითოეულმა აბიტურიენტმა სრულფასოვან და აკადემიურ გარემოში შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თანაბარი, მშვიდი და კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად ყოველ წელს იქმნება სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „მაგთიკომის“, შპს „სქაიტელისა“ და სს „თელასის“ წარმომადგენლები. აღნიშნული უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და ზედამხედველობას უწევენ გამოცდების მიმდინარეობას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებს“, - ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან