ირაკლი ზარქუა - თეა კატუკია ელჩის თანამდებობას არ შეესაბამებოდა და ამიტომ გაიწვიეს - ის სალომე ზურაბიშვილის მეგობარი იყო და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა

თეა კატუკიას მიმართ პატივისცემის მიუხედავად, გეტყვით, რომ ის მის თანამდებობას არ შეესაბამებოდა და ამიტომ გაიწვიეს - კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, ის იყო სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან დაკავშირებით გააკეთა.

ზარქუას თქმით, „ისე აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კატუკიას უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა“.

„საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს - ვის რისი უფლება აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კატუკია აცხადებს, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია