სტუდენტური მოძრაობა „ევროპული მომავლისთვის“ მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რომ ყურადღება გამახვილდეს მათ მიმართ 29-30 ივნისს მომხდარ თავდასხმაზე

სტუდენტური მოძრაობა „ევროპული მომავლისთვის“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ ყურადღება გამახვილდეს მათ მიმართ 29-30 ივნისს მომხდარ თავდასხმაზე. ამასთან, მიმართავენ შსს-ს, რომ ძალადობაში მონაწილე ყველა პირმა შესაბამისად აგოს პასუხი.

როგორც სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელმა ლუკა ჭოხონელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაშინ, როდესაც სტუდენტები საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ, მათ შორის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ბროშურებს არიგებდნენ და ამ საკითხზე ჰქონდათ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტები და თბილისის მერიის თანამშრომლები. მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა სტუდენტური მოძრაობის წევრებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ლუკა ჭოხონელიძის თქმით, სტუდენტური მოძრაობა მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და არ სჯერათ, რომ ეს დეტალები მმართველი პარტიის მთავარ ოფისთან არ იყო შეთანხმებული. მან დაასახელა იმ პირთა ვინაობა, რომელიც მისივე ინფორმაციით, სტუდენტებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ბარბაქაძე, რომელიც კახა კალაძის პირად გარემოცვაშია, ის ასევე ფიგურირებდა 2020 წელს ელენე ხოშტარიაზე თავდასხმაში. გიორგი შუკვანი - „ქართული ოცნების“ ისნის ახალგაზრდული რაიონული ორგანიზაციის წევრი. ბექა მენთეშაშვილი - ისნის გამგეობის თანამშრომელი. ილია გურგენიძე - კახა კალაძესთან დაახლოებული პირი, გიორგი პაპიძე- „ქართული ოცნების“ ისნის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ნოდარ მათიაშვილი -„ქართული ოცნების“ წევრი და კახა კალაძის გარემოცვა. ალექსანდრე ლუკატარიძე, რომელიც სტუდენტების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ორგანიზატორი და დიმიტრი სამხარაძის მარჯვენა ხელია. ველოდებით შსს-სგან ქმედით ნაბიჯებს.“, - განაცხადა ლუკა ჭოხონელიძემ.

სტუდენტური მოძრაობის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაშვილის განმარტებით, წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და პოლიციისთვის ძალადობაში მონაწილეთა ვინაობა ცნობილია.

„დაზარალებულებმა ჩვენება უკვე მისცეს. საქართველოს მოქალაქეებმა კადრებით ნახეს, თუ როგორ ძალადობდნენ ეს ადამიანები ჯგუფურად სტუდენტებზე. ამ მომენტისთვის გამოძიება დაწყებულია იმ მხრივ, რომ თითქოს ეს ერთმა პირმა იძალადა სტუდენტებზე. ეს მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს ჯგუფურ ძალადობად და ეს ადამიანები დაუყოვნებლივ დააკავოს შსს-მ“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამართალდამცავებმა გამოკითხეს. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა