„თიბისი“ „თბილისი კოლექტივის“ მხარდამჭერია

„თიბისი“ „თბილისი კოლექტივის“ გამოფენისა და ვორქშოფების მხადამჭერია.

„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი კოლექტივი“ ციფრული პლატფორმაა, რომელიც მუშაობს მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე, ფოტოგრაფიისა და ზოგადად ფოტო პრინტების კულტურის განვითარებაზე საქართველოში. პროექტის მიზანია ახალი თაობის ფოტოგრაფების აღმოჩენა და პოპულარიზაცია.

მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა 1 ივლისს 20:00 საათზე, სასტუმრო სტამბას პირველ სართულის D ბლოკში გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე მოყვარული ფოტოგრაფის ნამუშევარი. გამოფენა 10 ივლისის ჩათვლით, 13:00-21:00 საათამდე გაგრძელდება და 7 თემატიკის მიხედვით დაყოფილ, 200-მდე ფოტო პრინტს წარუდგენს სტუმრებს. ამ პერიოდში, შესაძლებელი იქნება გამოფენილი ნამუშევრების შეძენაც. გამოფენის პარალელურად, 2 და 3 ივლისს, გაიმართება ფოტოგრაფიის ვორქშოპები და დისკუსიები.

„თიბისი“ მხარს უჭერს ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენას და მათი განვითარების ხელშეწყობას. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლებიც ახალი თაობის წარმომადგენლებსა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას ეძღვნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თბილისი კოლექტივის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა და აქტივობები.

გამოფენის ღონისძიების ბმული იხილეთ ვებგვერდზე - https://fb.me/e/3j0mvzJgn

ფოტოგრაფიის ვორქშოპებსა და დისკუსიაზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს: https://forms.gle/uxtZadX3HpANYM6fA

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს