სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი უკრაინული გუნდი მიიღებს მონაწილეობას

ხვალ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად პროგრამირებაში, უმაღლეს სასწავლებელთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიხსნება, რომელშიც უკრაინიდან ჩამოსული სამი გუნდის 15 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათი ცნობით, გუნდის მწვრთნელი ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრე ვეჩური არის.

ამასთან, ე.წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში შემავალი აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის, 2021-2022 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ხვალ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ზონა ფარავს პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილს (უკრაინის, მოლდოვას და ბალტიისპირეთის გამოკლებით) და უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის.

წელს პირველად ამ ოლიმპიადის ისტორიაში, აღნიშნულ ზონაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მეორე ნახევარფინალური რაუნდი ტარდება.

„აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის 2019-2020 წლების სეზონის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ხარკოვის ეროვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ამავე შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა.

ოლიმპიადის განრიგში შედის სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა, რომელიც ჩატარდება 4 ივლისს.

შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა აზერბაიჯანის 29 და საქართველოს 19-მა გუნდმა.

მოწვევები დაეგზავნა გუნდებს სომხეთიდან, რომლებმაც საკმაოდ წარმატებულად მიიღეს მონაწილეობა 13 აპრილის ოლიმპიადაში. ამ გუნდებისთვის ოლიმპიადას ექნება მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის რანგი.

წელს ღონისძიებას ჰყავს გლობალური სპონსორი კომპანია Huawei-ს სახით და ასევე ლოკალური სპონსორები ქართული კომპანიების "სოფტგენის" და „ალტა-სოფტვეარის" სახით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის (ICPC) მსოფლიოში ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მიიჩნევა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი