სოლომონ პავლიაშვილი კახეთის ეკონომიკური ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის ეკონომიკური ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ფორუმში მსხვილი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, კახეთის ეკონომიკური ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია.

სოლომონ პავლიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ კახეთის რეგიონში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია, რადგანაც გვაძლევს საშუალებას, ერთად შევაფასოთ არსებული შედეგები და დავსახოთ სამომავლო მიზნები. სახელმწიფო, კახეთის რეგიონში მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე აგრარული მიმართულებით, რომელთა ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა: საქართველოს ისტორიაში პირველად, კახეთის ორ ტერიტორიას UNESCO-მ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიანიჭა, გრძელდება დაცული ტერიტორიების გაფართოება და ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ბოლო წლებში, აგრარული მიმართულებით, კახეთის რეგიონში 2 მლრდ 300 მლნ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 300 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წელს, მსოფლიოს 80 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო დაახლოებით, 100 მლნ ბოთლი ღვინო, იზრდება ატმის ექსპორტი. რეგიონში უკვე გვყავს ჩვენი პროგრამების 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი და სახელმწიფო აგრძელებს მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

უწყების ცნობით, ფორუმს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი