პროექტში „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ წელს 25 სკოლა ერთვება

ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ერთ-ერთი კომპონენტი - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" წელს განმეორებით, უფრო დიდი მასშტაბით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, 4 სკოლის გარდა, 2022-2023 წელს, პროექტში საქართველოს რეგიონების კიდევ 21 სკოლა ერთვება. ამასთან, სასწავლო აქტივობის ფარგლებში, რომლის მიზანია კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხების ინტეგრირება საბაზისო განათლების სისტემაში, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ გადამზადდება 100 მასწავლებელი.

საქპატენტის ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სილაბუსი ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე სკოლებში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარებას, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეებში კრეატიულობისა და ინოვაციურობის გაღვივებას.

აღნიშნულ პროექტში ჩართული იქნება 1000 მოსწავლე.

საქპატენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" 2022-2023 წლის სესიის გახსნის ღონისძიება გაიმართა დღეს, „ივენტ ჰოლი - რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში.

მრგვალი მაგის ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ შერჩეული 25 სკოლის დირექტორი, რომელთაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა, EUGIPP-ის ხელმძღვანელმა მარტინ მარიანოვმა და ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ.

პროექტის ექსპერტმა, პაატა პაპავამ ღონისძიების მონაწილეებს კომპონენტის პრეზენტაცია წარუდგინა და პროექტის განხორციელების ეტაპები გააცნო, ასევე, სასწავლო მასალა წარუდგინა.

EUGIPP წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“.

პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს. პროექტი ეფუძნება ევროპის ქვეყნების კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გაღრმავების საუკეთესო პრაქტიკას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია