Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის შემდეგ ჟაჟა ტრუბეკი ქუთაისში ჩავიდა, განახლებული აეროპორტი დაათვალიერა და მის პოტენციალს ადგილზე გაეცნო.

ამასთან, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ბორტს აბრუნებს და 1 -ლი აგვისტოდან პირდაპირ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოში ვიზიტით. პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში და ძალიან მომეწონა. აღფრთოვანებული დავრჩი ქუთაისის აეროპორტით. ნამდვილად სიამაყის გრძნობა გამიჩნდა, როცა ის ვნახე. საქართველოდან კარგი ამბებით მივდივარ: ვამატებთ მეორე ბაზირებულ ხომალდს, ვიფრენთ ახალი მიმართულებებით. ვფიქრობთ, რომ მომავალში საქართველოში კიდევ უფრო გავფართოვდებით”, - განაცხადა ჟაჟა ტრუბეკმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე.

ასევე, ავიაკომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სიხშირეები გაიზრდება ქუთაისიდან ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

„ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტთან შეხვედრები იყო ძალიან დადებითი. საბოლოოდ გადაწყდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის განთავსების შესახებ. ქართველ მგზავრებს უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი ერთობლივი სიახლით გავახარებთ”, - აცხადებს ვაკო ჭილაშვილი.

2022 წლის 5 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 232,450 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს