თამილა ბარკალაიამ სომხეთის დელეგაციას გენდერულ საკითხებზე საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თამილა ბარკალაიამ, კოლეგებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის თუ მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საქართველოს გამოცდილება გააცნო.

„სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის შრომისა და სოციალურ საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ტატევიკ სტეფანიანი, ანა ჟამაკოჩიანი და სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები. ასევე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე და დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე.

როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, შეხვედრაზე, კოლეგებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, განიხილეს სტამბულის კონვენციის რატიფიკაციისა და რატიფიკაციის შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტები, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების, გენდერული და სექსუალური ნიშნით განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდები, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და სხვა საკითხები.

სამუშაო შეხვედრა პროექტ „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: რეფორმების ტექნიკური ჯგუფის“ ფარგლებში გაიმართა, NIRAS-ის მიერ ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DGNEAR) მანდატით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს