ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის რეფორმირების პროცესის მხარდაჭერისთვის და ყურადღება კანონპროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღნიშნული კანონპროექტი წყლის რესურსების დაცვას და მისი მდგრადი გამოყენების საკითხებს არეგულირებს.

წყლის რესურსების მართვის კანონპროექტის განხილვის პროცესში, საუბარი შეეხო წყალსარგებლობის და გარემოსდაცვითი ხარჯების რეგულირების, ნებართვების და მოსაკრებლის, ასევე, სააუზო მართვის სისტემის შემოღების და წყალსარგებლობის პრიორიტეტიზაციის საკითხებს.

შეხვედრაზე, ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე და, ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციების დასადგენად, კანონპროექტის შემუშავების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან