ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე გააკეთეს, მსგავსი რამ რომელიმე ოპოზიციონერს რომ გაეკეთებინა, უკვე დაკავებული იქნებოდა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გააკეთეს, მსგავსი რომ რომელიმე ოპოზიციონერს გაეკეთებინა, ის უკვე დაკავებული იქნებოდა.

როგორც ჯაფარიძემ ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ქმედების შეფასებისას აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ შემთხვევა სპონტანური აღელვებს შედეგად მოხდა, დამაჯერებელი არ არის.

„ეს არის ხალხი, რომელიც პირველ რიგში დააკავებდა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიმეს რომ იმ შეურაცხყოფებზე, რასაც ახლა ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ ვისმენთ, პასუხი გაეცა ისე, როგორც ახლა თავს დაესხნენ წერეთელს. მიმდინარეობს გამოძიება და როგორც მე ვიცი, უკვე გამოკითხულია წერეთელიც. ცხადია, საუბარი იმაზე, რომ ეს მოხდა სპონტანური აღელვებს შედეგად, არ არის დამაჯერებელი. აღმოჩნდა, რომ თურმე მათი საუბრიდან ნახევარი საათის შემდგომ მიუბრუნდა ორგანიზებულად ეს ხალხი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - ის, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მსგავსი რომ რომელიმე ოპოზიციონერს გაეკეთებინა, ის უკვე დაკავებული იქნებოდა. სწორედ ესაა, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს კანონის უზენაესობა და ფეხქვეშ არის გათელილი, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს